მორიგი ქართული ისტორია იტალიაში - ლაციოსთან საზონოვის დებიუტი შედგა
სერია ა-ს მორიგ ტურში „ტორინო“ „ლაციოს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ეს მატჩი არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ბონჯორნოს ტრავმა პირველ ტაიმში. მის ნაცვლად, 27-ე წუთზე საბა საზონოვი გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ შეტევაში გუნდები ნაკლებად აქტიურობდნენ და ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიდიოდა.
საზონოვი მატჩში კარგად ჩაერთო, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა. რომაელებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის ბრალეულობით „ტორინოს“ კარში გოლი არ გასულა.
შეგახსენებთ, რომ საზონოვისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო. გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა საბას 6.7 შეფასება დაუწერა, რაც ცუდი ნამდვილად არ გახლავთ.
საზონოვმა 4 საჰაერო დუელიდან 1 მოიგო, ხოლო პირისპირ მის წინააღმდეგ 3-ჯერ დარჩნენ და აქედან ორჯერ მოწინააღმდეგე შეაჩერა. ჯამში „ჯვაროსნების“ უკანახაზელი ბურთს 53-ჯერ შეეხო. გააკეთა 45 პასი და 42 ზუსტი იყო(93%).
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, „ტორინო“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ვერონას“ უმასპინძლებს.