თანხაზე შეთანხმდნენ - ბარსა კანსელუს სიტისგან გამოისყიდის
29 წლის ჟოაუ კანსელუ „ბარსელონაში“ 1-წლიანი იჯარით თამაშობს, თუმცა პორტუგალიელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ კატალონიელთა რიგებში სურს და ეს თავადაც არაერთხელ დაადასტურა.
ესპანური ტელევიზია El Chiringuito აცხადებს, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ და „ბარსამ“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და კატალონიელები 2024 წლის ზაფხულში კანსელუს 35 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.
???? "JOAO CANCELO solo quiere jugar en el BARÇA en 2024".
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) September 26, 2023
???? "Hay una cláusula verbal de 35M€ para ficharlo".
Información de @10JoseAlvarez en #ElChiringuitoDeMega. pic.twitter.com/dBWrMYTXCE
კანსელუ „სიტის“ გეგმებში დიდი ხანია აღარ შედის, „ქალაქელებმა“ ფეხბურთელი ჯერ „ბაიერნში“ გაანათხოვრეს, შემდეგ კი „ბარსელონაში“.
თავის მხრივ, „ბლაუგრანა“ უახლოეს წლებში პორტუგალიელ უნივერსალს თავიანთ სამომავლო პროექტში მნიშვნელოვან წევრად თვლის.
მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგაში 4 მატჩში ჩაატარა და უკვე 2 გოლი გაიტანა.