ნაპოლი, მადრიდის რეალი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

სიტუაციით სარგებლობას ცდილობენ - რეალი და არაბული კლუბები ოსიმენისთვის იბრძოლებენ

როგორც მოგეხსენებათ, ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ ურთიერთობა დაეძაბა. ამ სიტუაციით სარგებლობა კი სხვა გუნდებს სურთ.

Goal.Com-ის ინფორმაციით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნიგერიელი თავდამსხმელის გადაბირებას მადრიდის „რეალი“ და საუდის არაბეთის კლუბები ეცდებიან. ამ ინფორმაციას Daily Mail-იც ადასტურებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ვიქტორის გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა „პარტენოპეიში“ დარჩენა გადაწყვიტა. მის სანაცვლოდ აურელიო დე ლაურენტისი 180 მილიონ ევროს ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენსა და რუდი გარსიას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფრანგმა სპეციალისტმა ის მინდვრიდან გაიყვანა.

ამის შემდეგ, „ნაპოლის“ ტიკ-ტოკ-ის გვერდმა ვიქტორზე სახუმარო ვიდეო გამოაქვეყნა, რაც ნიგერიელს არ ესიამოვნა. ბოლო ინფორმაციით, ოსიმენმა „ინსტაგრამის“ გვერდიდან „ნაპოლის“ მაისურით ყველა ფოტო წაშალა და დღეს ვარჯიშზე თანაგუნდელებს არ მიესალმა.

აქედან გამომდინარე, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ მომავალი წლის იანვარში ოსიმენმა „ნაპოლი“ დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლოს მარადონად სხვა ფეხბურთელი აღიარეს“ | ნიგერიელი ჟურნალისტი ოსიმენზე
„ბოლოს მარადონად სხვა ფეხბურთელი აღიარეს“ | ნიგერიელი ჟურნალისტი ოსიმენზე