აურელიო დე ლაურენტისი, კრისტოფ გალტიე, რუდი გარსია
Aa
Aa

დე ლაურენტისი გარსიას შეხვდება | ნაპოლი გალტიეს დაუკავშირდა

იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი, „ნაპოლი“ ცუდ ფორმაში იმყოფება და კლუბის ხელმძღვანელობას მთავარ მწვრთნელთან, რუდი გარსიასთან დაკავშირებით შეკითხვები გაუჩნდა. ფრანგი სპეციალისტის მომავალზე Corriere dello Sport-მა დაწერა და „პარტენოპეის“ უახლოესი გეგმების შესახებ გვაუწყა.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გარსიასთან შეხვედრას აპირებს. დღეს, თბილისის დროით, 22:45-ზე, „ნაპოლი“ „უდინეზეს“ დაუპირისპირდება და დე ლაურენტისისა და გარსიას შეხვედრა ამ მატჩის შემდეგ გაიმართება.

ამ მომენტისთვის, ფრანგ სპეციალისტს ხელმძღვანელთა სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი „პარტენოპეის“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობა და იტალიის ჩემპიონატში 3-მატჩიანი მოუგებელი სერიაა.

Corriere dello Sport-ისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს RMC Sport-ი. ფრანგული გამოცემა იტყობინება, რომ „ნაპოლი“ გარსიას შემცვლელებზე დაფიქრდა და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილ თავკაცს, კრისტოფ გალტიეს დაუკავშირდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა და როგორც იტალიური გამოცემები წერენ, გარსიას ვითარების გამოსასწორებლად 1 თვე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისს არ მოეწონა გარსიას განმარტება, რომლითაც მან კვარას შეცვლა ახსნა
დე ლაურენტისს არ მოეწონა გარსიას განმარტება, რომლითაც მან კვარას შეცვლა ახსნა