სერხიო რამოსი
Aa
Aa

რამოსის სახლი გაძარცვეს | მისი შვილები არ დაშავებულან

„სევილიას“ ფეხბურთელის, სერხიო რამოსის სახლი გაძარცვეს. ესპანური პრესის ინფორმაციით, დანაშაული 20 სექტემბერს, იმ დროს მოხდა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ანდალუსიური კლუბი „ლანსს“ ეთამაშებოდა.

ABC-ის ინფორმაციით, ძარცვის მომენტში სახლში რამოსის 4 შვილი და მათი 2 აღმზრდელი იმყოფებოდნენ. სერხიოს მეუღლე სამსახურის გამო, ქალაქიდან იყო გასული, ხოლო თავად ფეხბურთელი „ლანსთან“ მატჩის განაცხადში გახლდათ.

საბედნიეროდ, ესპანელი მცველის შვილები უვნებლად გადარჩნენ და დაზიანებები არც აღმზრდელებს მიუღიათ. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია და მომხდარზე ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რამოსის სახლის გაძარცვის მცდელობას აქვს ადგილი. 2012 წელს, როცა ესპანელი ფეხბურთელი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად მადრიდში მდებარე სახლში იმყოფებოდა, მძარცველებმა შეჭრა სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ადგილიდან მიიმალნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლისთან დაკავშირებული ფოტოები წაშალა | ოსიმენმა შესაძლოა კლუბს უჩივლოს
ნაპოლისთან დაკავშირებული ფოტოები წაშალა | ოსიმენმა შესაძლოა კლუბს უჩივლოს