ვაპენსკის დუბლი - დინამო ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა
წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „პრო რეკომ’’ შინ „დინამო თბილისი’’ 15:6 დაამარცხა.
ქართულმა გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო, ორი ბურთის უპირატესობით იგებდა, თუმცა „პრო რეკომ’’ ანგარიში მალევე გაათანაბრა. წონასწორობის აღდგენა „დინამომაც’’ მოახერხა, თუმცა შემდეგ თამაში იტალიური გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა, „დინამომ’’ შეხვედრაში გარდატეხა ვეღარ შეიტანა.
„დინამოს'' მხრიდან ბორის ვაპენსკიმ დუბლი შეასრულა. მის გარდა ვლაჰოვიჩმა, ტანკოსიჩმა, მაგრაქველიძემ და პიეშივაცმა გაიტანეს.
„დინამოს'' შემადგენლობა „პრო რეკოსთან'':
რაზმაძე, ვეშაგური, ახვლედიანი, ძიხციარენკა, ტყეშელაშვილი, ვაპენსკი (2), ვლაჰოვიჩი (1), ტანკოსიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (1), მალიშაუ, პიეშივაცი (1), კაპანაძე.
B ჯგუფში „დინამო თბილისთან’’ და „პრო რეკოსთან’’ ერთად ბერძნული „ოლიმპიაკოსი’’ და ხორვატული „დუბროვნიკი’’ არიან.
მეორე ტურში „დინამო'' თბილისში „ოლიმპიაკოსს'' მიიღებს (6 ოქტომბერი, 18:00).