ანა ჩემინავა
Aa
Aa

ერთა ლიგა: ფრე ლუქსემბურგთან და ქალთა ნაკრების პირველი ქულა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე მეორე მატჩი გამართა. ამჯერად ქართველები სტუმრად ლუქსემბურგს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. უპირატესობის მოპოვებას საქართველოც ცდილობდა და ლუქსემბურგიც, თუმცა მოედნის ცენტრში უფრო აქტიურად აშკარად მასპინძლები თამაშობდნენ.

მიუხედავად ამისა, ანგარიში 27-ე წუთზე ანა ჩემინავამ გახსნა. ქართველმა შემტევმა შორეული დარტყმით გაიტანა. სამწუხაროდ, ირის ანტმანის შეგირდების სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა.

34-ე წუთზე, დაცვაში უყურადღებო თამაშის შედეგად, ჯოანა ლურენცომ გაისროლა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარი შედარებით მოსაწყენი გამოდგა. ბრძოლა ძირითადად ცენტრში მიდიოდა.

მომენტები ორივე ნაკრებს ჰქონდა, თუმცა უფრო მეტი ლუქსემბურგს. გამოსარჩევია ნინი ბუხრიკიძის ეპიზოდი. ქსკ „სამეგრელოს“ შემტევს გოლის გატანამდე სანტიმეტრები დააკლდა. ასევ, აღსანიშნავია სვეტლანა გაბელაიას თამაში, რომელმაც მეორე ტაიმში გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

საბოლოოდ 1:1 და საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგაზე პირველი ქულა მოიპოვა. ირის ანტმანის გოგოები სატურნირო ცხრილში 1 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინგლისის 17-წლამდე ნაკრები რუსეთთან თამაშზე უარს ამბობს
ინგლისის 17-წლამდე ნაკრები რუსეთთან თამაშზე უარს ამბობს