ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ლოჩოშვილის დაბალი შეფასება - კრემონეზემ მოუგებელი სერია შეწყვიტა

იტალიის სერია ბ-ს მე-7 ტურში „კოზენცა’’ შინ „კრემონეზესთან’’ 1:2 დამარცხდა.

„კრემონეზეს’’ სასტარტო 11-ეულში ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა იდეალური მატჩი არ ჰქონია, Sofascore-მა 6,6 დაუწერა, რაც „კრემონეზეს’’ სასტარტო 11-ეულში ყველაზე დაბალი შეფასება იყო.

ლუკამ ბურთი 13-ჯერ დაკარგა, 4 ორთაბრძოლიდან 2 მოიგო. მისი 11 გრძელი გადაცემიდან 4 ზუსტი იყო. საერთო ჯამში 44 პასი შეასრულა, 32 ზუსტად. კარისკენ ერთხელ დაარტყა, თუმცა არაზუსტად.

„კრემონეზემ’’ 7 ტურში 10 ქულა დააგროვა (2 მოგება, 4 ფრე, 1 მარცხი), 8 გოლი გაიტანა და 7 გაუშვა. ამ მომენტში მე-7 ადგილზეა და ლიდერ „პარმას’’ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. შესაძლოა, ტურის დასრულების შემდეგ „კრემონეზე’’ უფრო დაბალ საფეხურზე აღმოჩნდეს.

25 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა საწყისი ორი ტური გამოტოვა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, შემდეგ ხუთივე ტურში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

ასევე გეტყვით, რომ მე-5 ტურში „რეჯანასთან'' ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „კრემონეზეს'' მთავარი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი მოხსნეს, რომელიც ჯოვანი სტროპამ შეცვალა. სტროპას ხელმძღვანელობით „კრემონეზემ'' პირველი მატჩი დღეს მოიგო.

მე-8 ტურში „კრემონეზე'' ლიდერ „პარმას'' მიიღებს (პირველი ოქტომბერი, 20:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები