დაბრუნება გადაიდო - არდა გიულერი ისევ ტრავმირებულია
მადრიდის „რეალის“ ბანაკში არასასიამოვნო ინფორმაციაა. არდა გიულერის დაბრუნება კვლავ გადაიდო.
თურქმა ფეხბურთელმა სეზონის დაწყების წინ, მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო დღემდე ვერ თამაშობს.
„ატლეტიკოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ გიულერი „ლას პალმასთან“ თამაშს შეძლებდა. დღეს კი „სამეფო კლუბის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
ვიგებთ, რომ ახალგაზრდა ტალანტს მარცხენა ბარძაყის კუნთის პრობლემები აქვს და რეაბილიტაცია სჭირდება. მისი დაბრუნება 3 კვირის შემდეგ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში „რეალი“ მადრიდულ დერბიში „ატლეტიკოსთან“ 1:3 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში პირველობა დაკარგა.