ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე
Aa
Aa

შემადგენლობაში ცვლილებაა - ერთ-ერთი ბორჯღალოსანი ტრავმირებულია

საქართველოს რაგბის ნაკრებში ცვლილებაა. ლევან მაისაშვილს ტრავმის გამო ოთარ გიორგაძის შეცვლა მოუწია. მის ნაცვლად „ბორჯღალოსნებს“ ბექა გორგაძე შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას World Rugby ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე განაცხადში ცვლილება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როდესაც მორაგბე ტრავმას იღებს. სხვა შემთხვევაში დაუშვებელია.

ცნობისთვის, 2 მატჩის შემდეგ, „ბორჯღალოსნებს“ 2 ქულა აქვთ და ჯგუფიდან გასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს შედეგი მას შემდეგ დადგა, რაც მაისაშვილის შეგირდებმა პორტუგალია ვერ დაამარცხეს. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

შემდეგ ტურში, საქართველო ფიჯის დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 30 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მწვრთნელს ახალწვეულთა ხარისხი აღელვებდა | რატომ გაუშვა აიაქსმა სვენ მისლინტატი
მწვრთნელს ახალწვეულთა ხარისხი აღელვებდა | რატომ გაუშვა აიაქსმა სვენ მისლინტატი