ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, კრისტიან ვიერი, რუდი გარსია
Aa
Aa

„კვარას და ოსიმენს არასდროს შევცვლიდი“ | ვიერიმ გარსია გააკრიტიკა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, კრისტიან ვიერიმ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელზე, რუდი გარსიაზე და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ვიერი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შეცვლის გადაწყვეტილებებს შეეხო და ფრანგი სპეციალისტი გააკრიტიკა.

„რუდი გარსია თავდამსხმელს არასდროს ამატებს! იგი ხვიჩა კვარაცხელიას ყოველთვის ცვლის და როგორც ჩანს, ფრანგი სპეციალისტის განზრახვა შეურაცხყოფების მიღებაა. ოსიმენი და კვარა არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ და მათ არასდროს შევცვლიდი.

ლობოტკა უამრავ ბურთს შორისაა აღმოჩენილი და სხვები იმას აკეთებენ, რაც უნდათ. ნაპოლისთვის ყველაფერი 1 თვეში დასრულდა და ეს სამწუხაროა, რადგან გასულ სეზონში, მათზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. დე ლაურენტისის ადგილას რომ ვყოფილიყავი, შევეცდებოდი, კრისტიანო ჯუნტოლი და ლუჩანო სპალეტი შემენარჩუნებინა“.

შეგახსენებთ, რომ „კვარას“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. „ნაპოლის“ სამი მატჩია არ მოუგია და სერია A-ს 5 ტურის შემდეგ, მე-7 პოზიციაზე იმყოფება. „პარტენოპეის“ 8 ქულა აქვს და მომდევნო მატჩი საკუთარ კედლებში, 3 ქულის მქონე „უდინეზესთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის გეგმები | რას წერენ იტალიურ პრესაში რუდი გარსიას მომავალზე
ნაპოლის გეგმები | რას წერენ იტალიურ პრესაში რუდი გარსიას მომავალზე