ერიკ ტენ ჰაგი, ჰარი მაგუაიერი, მარკუს რაშფორდი, ჯეიდონ სანჩო, ლუკ შოუ
Aa
Aa

ტენ ჰაგს ბოდიში მოუხადე | თანაგუნდელების რჩევა ჯეიდონ სანჩოს

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჯეიდონ სანჩოს უკავშირდება. ინგლისელ შემტევს გუნდის თავკაცთან, ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი აქვს და თანაგუნდელებმა მას ურჩიეს, ბოდიში მოიხადოს.

ESPN-ის ინფორმაციით, მარკუს რაშფორდი, ჰარი მაგუაიერი და ლუკ შოუ სანჩოს გაესაუბრნენ და სიტუაციის გამოსწორება სცადეს. მათ ახალგაზრდა ფეხბურთელს ურჩიეს, ტენ ჰაგს ბოდიში მოუხადოს და ამ ქმედებით მანჩესტერული კარიერა გადაარჩინოს.

სანჩოს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ რამდენიმე საათის წინ გაირკვა, რომ მას აკრძალვები დაუწესეს. სანჩოს არ აქვს უფლება შევიდეს ადგილებში, რომლებიც „იუნაიტედის“ პირველი გუნდის განკარგულებაშია. იგულისხმება გასახდელი, სავარჯიშო სივრცე, სასადილო, სპორტ დარბაზი და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი „არსენალთან“ მატჩის შემდეგ დაიწყო, როდესაც ტენ ჰაგს ჰკითხეს, თუ რატომ არ ათამაშა სანჩო. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობისთვის სათანადო დონე უნდა აჩვენოს, რასაც სანჩოს პოსტი და ვითარების არევა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მჯერა, შესანიშნავი სეზონი ექნება“ | რა თქვა ძოლამ ნაპოლიზე და კვარაზე
„მჯერა, შესანიშნავი სეზონი ექნება“ | რა თქვა ძოლამ ნაპოლიზე და კვარაზე