მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

პირველ გუნდთან ერთად სასადილოშიც არ უშვებენ - სანჩოს მდგომარეობა დამძიმდა

ჯეიდონ სანჩოს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა შემტევი ყველა იმ ადგილიდან მოკვეთეს, სადაც პირველი გუნდის ფეხბურთელები ფიგურირებენ.

იგულისხმება, სავარჯიშო პროცესი, სასადილო სივრცე, სპორტ დარბაზი და  ასე შემდეგ. Daily Mail-ის ინფორმაციით, ეს სიტუაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ სანჩო ბოდიშს არ მოიხდის. წყაროს ცნობით, დღეს დილით ჯეიდონმა აკადემიის ფეხბურთელებთან ერთად ისადილა.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი „არსენალთან“ მატჩის შემდეგ დაიწყო, როდესაც ტენ ჰაგს ჰკითხეს, თუ რატომ არ ათამაშა სანჩო.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისთვის სათანადო დონე უნდა აჩვენოს.

რა თქმა უნდა, მისი ეს კომენტარი სანჩოს არ ესიამოვნა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„დიდი ხანია განტევების ვაცი ვარ. ეს უსამართლობაა! ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობდი. არ დაიჯეროთ ის, რასაც კითხულობთ. დარწმუნებული ვარ, სხვა მიზეზებიც იყო.“

ცნობისთვის, სანჩომ აღნიშნული პოსტი რამდენიმე საათში წაშალა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასჯელს გადაურჩა - ოსიმენმა ბოდიში მოიხადა
სასჯელს გადაურჩა - ოსიმენმა ბოდიში მოიხადა