ტებასი: “ვფიქრობ, 70%-ით მბაპე მომავალ წელს ლა ლიგაში ითამაშებს“
არ წყდება საუბრები კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესახებ. ამჯერად, ამ საკითხზე ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მცირე კომენტარი გააკეთა.
ტებასი:
„დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ეს თითქოს ბედისწერას ჰგავს. ვფიქრობ, კილიანი 70-80%-ით ლა ლიგაში ითამაშებს.“
???????? Javier Tebas:
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) September 25, 2023
????️ “70 to 80% Kylian Mbappé will be in La Liga next season.” pic.twitter.com/9pkj3srKo6
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
თავდაპირველად, „პარი სენ ჟერმენმა“ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდიდან მოკვეთა და ტრანსფერზე დააყენა. მბაპეს გადაბირება საუდის არაბეთის წარმომადგენლებს სურდათ, მაგრამ თავად ფეხბურთელი ამას არ დათანხმდა.
საბოლოო ჯამში, პსჟ-მ კილიანი ვერ გაყიდა და გუნდში დააბრუნა. ნასერ ალ ხელაიფი ახლაც ცდილობს, რომ საკუთარი ვარსკვლავი ახალ ხელშეკრულებაზე დაითანხმოს, მაგრამ ჯერჯერობით არ ხერხდება.
მადრიდის „რეალის“ გეგმა კი მომავალ წელს მბაპეს სრულიად უსასყიდლოდ გადაბირებაა, რადგან 2024 წელს ახალგაზრდა ტალანტის კონტრაქტი იწურება.