ნეიმარი: “ეს არის სიცრუე, გთხოვთ გაჩერდით“
სპორტულ მედიაში, ნეიმართან დაკავშირებით არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს დააბრალეს, რომ მას „ალ ჰილალის“ მთავარი მწვრთნელის ჟორჟე ჟესუსის გათავისუფლება სურს.
ამასთან დაკავშირებით, 31 წლის შემტევმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი.
რას წერს ნეიმარი?
„ეს არის სისულელე და ტყუილი. გვერდი, რომლებიც ასეთ ინფორმაციებს ავრცელებენ რა უნდა ვუწოდოთ? ასეთ გვერდებს მილიონობით გამომწერები ჰყავთ და მოვუწოდებ, რომ შეაჩერონ ეს სიცრუე. დიდი პატივისცემით გთხოვთ, გაჩერდით. ეს არის დიდი უპატივცემულობა.“
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა დღემდე „ალ ჰილალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 3-ჯერ მოირგო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.