მილანი, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

ლეაუ: “ჩემპიონთა ლიგა საუდის არაბეთის მილიონებზე ძვირფასია“

როგორც მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში არაერთი ვარსკვლავი გადავიდა სათამაშოდ. ცნობილი ხდება, რომ არაბებს რაფაელ ლეაუს გადაბირებაც სურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს და პორტუგალიელი შემტევის სიტყვებს ავრცელებს.

რა თქვა ლეაუმ?

„საუდის არაბეთის წინადადება? ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა 10 მილიონ ევროზე მეტია. მე ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია, რომ მათ შემოთავაზებას დავთანხმდე. „მილანთან“ ერთად დიდებული საქმეების გაკეთებაზე ვარ ორიენტირებული. ამიტომ რამდენიმე თვის წინ ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი.“

შეგახსენებთ, რომ იყო დრო, როცა ლეაუ „როსონერის“ დატოვებაზე ფიქრობდა. მისით, როგორც საუდის არაბეთის გუნდები, ასევე ევროპული გრანდები ინტერესდებოდნენ.

ყველაზე მეტად „ჩელსი“ აქტიურობდა, მაგრამ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა.

ასევე შეგახსენებთ, „მილანში“ გადასვლის დღიდან, რაფაელმა ყველა ტურნირზე ერთად 106 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 46 გოლი გაიტანა და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ პაპუნაშვილმა გოლი გაიტანა
თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ პაპუნაშვილმა გოლი გაიტანა