უკრაინელებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს
იუნიორთა შორის ფიგურული სრიალის გრან პრიზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში პირველ ადგილზე გავიდნენ, მეორე პოზიციაზე გასულ უკრაინულ წყვილს 36 ქულით გაუსწრეს.
დაჯილდოებისას ბერულავა-მეტელკინას წყვილი უკრაინელებთან მისალოცად მივიდა, თუმცა ვიოლეტა სიეროვამ და ივან ხობტამ ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვეს, მათგან მილოცვა არ მიიღეს.
Ukrainian figure skaters refused to congratulate the Russians on their victory
— NEXTA (@nexta_tv) September 24, 2023
This happened at the Junior Grand Prix of Figure Skating in Budapest, where Russian athletes Anastasia Metelkina and Luka Berulava competed for Georgia.
During the award ceremony, the Russians tried… pic.twitter.com/R0R7pbGJpJ
ზოგადად უკრაინელი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებში რუსებისა და ბელარუსების გამოსვლის წინააღმდეგნი არიან, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბერულავა ყოველთვის საქართველოს სახელით გამოდიოდა, მეტელინკამ კი რუსეთის სახელით მხოლოდ კარიერის ადრეულ ეტაპზე იასპარეზა.
ასევე გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ, მეტელინკა საქართველოს სახელით 2020 წლიდან გამოდის, ბერულავა კი - 2019 წლიდან. ასე რომ, მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა უკრაინაში დაწყებულ ინტერვენციას არ მოუხდენია, რადგან რუსეთმა ინტერვენცია გასულ წელს დაიწყო. სიეროვასა და ხოტბას ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.