ლერი აბულაძე
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება: ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია

ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლერი აბულაძემ (63 კგ.) ფინალში აზერბაიჯანელი მურად მამედოვი დაამარცხა და ოქოს მედალი მოიპოვა.

ლერი აბულაძემ მერვედფინალში თურქი ბაზარი დაამარცხა (4:3), მეოთხედფინალში უკრაინელი ხრუშინის ბარიერი დაძლია. ნახევარფინალში ფრანგი სტეფან კლემენტი დაამარცხა, ქართველი სპორტსმენი 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის სცენარი შეცვალა და 3:1 გაიმარჯვა. 

24 წლის მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა, გასული ორი ფინალი დათმო (2021, 2022), თუმცა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მისი ტრიუმფით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები