გიორგი აბუაშვილი, პეტროლული
Aa
Aa

ბიუროკრატიული პრობლემა - აბუაშვილის დებიუტი გადაიდო

Crystalsport-ის ცნობით, „პეტროლულში’’ გიორგი აბუაშვილის დებიუტი გადაიდო, რადგან ფეხბურთელისთვის სამუშაო/საცხოვრებელი ვიზის დამზადება ვერ მოესწრო. ვიზის მიღების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველს დაარეგისტრირებენ და დიდი ალბათობით 27 სექტემბერს რუმინეთის თასზე „პროგრესულ პეჩიკასთან’’ ითამაშებს.

რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „პეტროლულმა’’ 9 ტურში 13 ქულა დააგროვა. მე-10 ტურის მატჩს დღეს „ჰერმანშტადთან’’ გამართავს, თუმცა გიორგი ხსენებული მიზეზის გამო ამ თამაშს გამოტოვებს.

20 წლის აბუაშვილი, რომელსაც თამაში გარემარბისა და გამთამაშებლის პოზიციებზე შეუძლია, თბილისის „დინამოს'' აღზრდილია, 2021 წლის ზაფხულში თბილისის „დინამოდან'' „პორტუში'' გადავიდა, პორტუგალიური კლუბის 19-წლამდე და სარეზერვო გუნდებში თამაშობდა, თუმცა კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რის გამოც გასულ სეზონში „პორტუდან'' „პეტროლულში'' გადავიდა.

გასულ ზაფხულში აბუაშვილი თურქეთის სუპერლიგის „ალანიასპორს'' დაუკავშირეს, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და საბოლოოდ აგვისტოს მიწურულს გიორგი რუმინულ გუნდში გადავიდა.

აბუაშვილი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია, თუმცა ამ ეტაპზე მისი კარიერა არ პროგრესირებს. შესაძლოა, რუმინულ კლუბში გადასვლამ მის კარიერაზე დადებითი გავლენა მოახდინოს და საუკეთესო თვისებები გამოავლინოს.

მსგავსი სიახლეები