ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

„თუ, გავერთიანდებით სატანა ქრისტეს ძალას ვერაფერს დააკლებს“ - მიტჩელი ბრძოლის შემდეგ

გამთენიისას ლას ვეგასში UFC 228-ზე ქვემსუბუქი წონით კატეგორიაში რეიტინგის მე-9 ნომერმა ბრაის მიტჩელმა (16-1-ზე) მე-12 ნომერი დენ იგე (17-7-ზე) დაამარცხა.

მიტჩელს ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში ილია თოფურიასთან ჰქონდა გამართული და როგორც მოგეხსენებათ მე-2 რაუნდში დამარცხდა. ამჯერად, მიტჩელმა იგეს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

მიტჩელი უპირატესობას ყველა რაუნდში ფლობდა და მეტოქეს მისი სცენარის მიხედვით მოქმედებას აიძულებდა. საბოლოოდ, არბიტრებმა გამარჯვება მას მისცეს - 30-27, 29-28, 29-28.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, 28 წლის მიტჩელმა ოქტაგონზე კომენტარის გაკეთებისას ხელში ბიბლია აიღო და ჰავაის კუნძულებზე ხანძრის თემას შეეხო.

„აქ ბიბლია იმიტომ მაქვს, რომ მჯერა, სამყარო ხელში სატანამ ჩაიგდო. კონკრეტულად, ჰავაის კუნძულებზე გაჩენილ ხანძარზე მაქვს საუბარი. ჩემი ჰონორარიდან 5000 დოლარს დან იგეს (იგე ჰავაელი მებრძოლია) დავუთმობ, რათა მან ის დაზარალებულ ადამიანებს გადასცეს, რომლებმაც შვილები და ოჯახის წევრები დაკარგეს.

მინდა სატანას ვაჩვენო, რომ თუ ჩვენ გავერთიანდებით, ის ქრისტეს ძალას ვერაფერს დააკლებს. არ მჯერა, რომ ჰავაიზე ხანძარი ბუნებრივად გაჩნდა, ეს ადამიანებმა ხელოვნურად გააკეთეს, რათა ადგილობრივებს მიწები წაართვან“.

- განაცხადა ამერიკელმა ბრძოლის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდს მხსნელად კიდევ ერთხელ მოევლინა“ - ევროპული პრესა მამარდაზე
„გუნდს მხსნელად კიდევ ერთხელ მოევლინა“ - ევროპული პრესა მამარდაზე