მამარდას ბრწყინვალე რეაქციები - ვალენსიაში საუკეთესო იყო
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ალმერიას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.
„ღამურების'' ქართველმა მეკარემ, გიორგი მამამარდაშვილმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია. ტრადიციულად, თავდაჯერებით ითამაშა და ფაქტობრივად შეცდომა არ დაუშვია, პირველი გაშვებული გოლის ეპიზოდშიც შესანიშნავი იყო, ბურთი ფეხით მოიგერია, თუმცა შემდეგ „ვალენსიას“ მოთამაშეებმა არიბასი ვერ გაანეიტრალეს. ანალოგიურად, მეორე გაშვებული გოლის ეპიზოდში მეტოქის პირველი დარტყმა მოიგერია.
ქართველი მეკარის აქტივში 8 „სეივია''.
Sofascore-მა მამარდაშვილს 8,2 დაუწერა. ამ შეხვედრაში მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ არიბასმა მიიღო (8,5), რომელმაც ქართველ მეკარეს 2 გოლი გაუტანა.
მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ექვსი ტურში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. კარი მშრალად „ლას პალმასთან'' და მადრიდის „ატლეტიკოსთან'' შეინახა.
„ვალენსიამ'' ექვს ტურში 10 ქულა დააგროვა, ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა. მე-7 ტურში „სოსიედადს“ მიიღებს (27 სექტემბერი, 23:30).