საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ლევან მაისაშვილი, მერაბ შარიქაძე, საქართველოს რაგბის ნაკრები
Aa
Aa

ეს ფრე წაგების ტოლფასია - მაისაშვილისა და შარიქაძის შეფასებები

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და სენსაციურად 18:18 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ განვილი მატჩი შეაფასეს.

ლევან მაისაშვილი: „პირველ ნახევარში რამდენიმე შესაძლებლობა გვქონდა, რომ ლელოები დაგვედო. პირველი ტაიმში შექმნილი შანსები კარგად ვერ გამოვიყენეთ. პორტუგალიამ შეტევაში თავი კარგად წარმოაჩინა და შედეგიც სახეზეა. მეორე ტაიმში 8-ქულიანი უპირატესობით გამოვედით, შესვენების შემდეგ ოდნავ შეგვეცვალა ეს მიდგომა, რაც პირველ ტაიმში გვქონდა.

შეტევაში ორივე ტაიმში ვკარგავდით ბურთებს, საპასუხოდ კი პორტუგალიამ მეორე ტაიმი ჩვენზე უკეთესად ითამაშა. ჩვენთვის ეს ფრე წაგების ტოლფასია. რაც შეეხება შემდეგ თამაშს, პორტუგალიასთან გამართული მატჩის ანალიზი გვექნება, ეს თამაში უკან უნდა მოვიტოვოთ. მარცხის მიზეზი ბევრია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მათ მომენტები კარგად გამოიყენეს, ჩვენ კი საპასუხოდ ბევრი შეცდომა დავუშვით. ოთხჯერ შეგვეძლო ლელოს დადება''.

მერაბ შარიქაძე: „როდესაც ამდენი შესაძლებლობა გაქვს და ვერ იყენებ, აუცილებლად რაღაც დოზით ისჯები. შეგვეძლო პირველ ტაიმში დაგვემთავრებინა თამაში, ბევრი შანსი გავუშვით. რაღაც მომენტებში გავითიშეთ. საბოლოოდ, მეორე ტაიმში დავისაჯეთ და ეს შედეგი დადგა''.

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე მესამე შეხვედრას 30 სექტემბერს, ბორდოში, ფიჯის ნაკრებთან გამართავს.

ირაკლი გოგვაძე ტულუზადან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები