თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ქეცბაია: საქართველოს ნაკრებისთვის არც ისე ცუდი ვითარებაა

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა და ვილი სანიოლის გუნდის შანსები შეაფასა.

„საქართველოს ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა. ვთქვათ, ყაზახეთის ჯგუფში რომ ეთამაშა, შესაძლოა, გასვლისთვისაც ებრძოლა. გეთანხმებით, საკუთარ მოედანზე 50 ათასი მაყურებლის თვალწინ 1:7 რომ წააგებ, მძიმე გადასატანია, მაგრამ ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩებისთვის მომზადებაში ნაკრებს ეს, გარკვეულწილად, დაეხმარება. გაიაზრებენ, რომ ასე თამაში არ შეიძლება, სხვა ტაქტიკასა და ფეხბურთელებს დაეყრდნობიან.

მთავარი ამოცანა ერთა ლიგისთვის მომზადებაა. მესმის, რომ ასეთი წაგება გულდასაწყვეტია. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან 1:2 ან 1:3 რომ წაეგო, ასეთი აჟიოტაჟი არ იქნებოდა.

საქართველოს ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც პერსპექტივა აქვთ და დარწმუნებული ვარ, მომავალში ქართველ გულშემატკივარს ბევრჯერ გაახარებენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე ძირითადი შესარჩევი ტურნირიდან მოხვდეს, არაა გამორიცხული, ფინალში მასზე სუსტმა ნაკრებმა ითამაშოს. ასე რომ, საქართველოს ნაკრებისთვის არც ისე ცუდი ვითარებაა. მთავარია, გუნდი მარტის თამაშებს მომზადებული შეხვდეს“.

- განაცხადა ქეცბაიამ „საფეხბურთო ტაიმაუტში“.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაიას კვიპროსი თბილისში საქართველოს ნაკრებს 15 ოქტომბერს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იტალიაში არავის მოვერიდები... პირველი კვარამ დამირეკა“ - საზონოვის ინტერვიუ
„იტალიაში არავის მოვერიდები... პირველი კვარამ დამირეკა“ - საზონოვის ინტერვიუ