3 მიზეზი - რატომ ვეღარ ბრწყინავს კვარა
ხვიჩა კვარაცხელიას 6-თვიან მშრალ სერიაზე მთელი იტალიური პრესა შეუჩერებლად წერს. ეძებენ მიზეზებს და მათ გამომწვევ ფაქტორებს ასახელებენ.
ამჯერად, კვარას შესახებ football Italia Corriere della Sera-ზე დაყრდნობით წერს და ასახელებს 3 მიზეზს, რის გამოც ხვიჩას უგოლო სერია დღემდე გრძელდება.
„22 წლის ფეხბურთელს ახლა მოედანზე უფრო სიღრმიდან თამაშს სთხოვენ და მას დაცვითი მოვალეობები გაეზარდა. ეს კი მის უნარებს ზღუდავს და ფლანგზე მცველების დასჯას ნაკლებად ახერხებს.
მეორე მიზეზი არის ის, რომ ქართველის შესაძლებლობები ასევე მისი გუნდელების კარგ ასპარეზობასაც ეყრდნობა. ის ენერგიული და ხისტი თამაში, რომელიც გასულ სეზონში იყო, ნაპოლიმ ამჟამად დაკარგა. ბოლო თვეებია ინტენსივობა ნაკლებია.
და ბოლოს - გასულ სეზონში კვარაცხელიას მხრიდან ნაჩვენები 14-გოლიანი შედეგი ანომალიური და მოულოდნელი იყო, თუ წინა სეზონებში მის შედეგებს გადავხედავთ. კვარამ თამასა მაღლა აწია და შესაძლოა წელს მან მსგავსი შედეგის გამეორება ვეღარ შეძლოს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს, სტუმრად „ბოლონიასთან“ გამართავს. მატჩი 20:00-ზე დაიწყება.