რიუ ავეს ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მოთამაშე - A BOLA ქარსელაძეზე
ავტორიტეტულმა პორტუგალიურმა გამოცემამ, A BOLA-მ „რიუ ავეს’’ შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც გუნდის ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ქარსელაძესაც ეხება. გამოცემის მიხედვით, ქარსელაძე პირველ გუნდში სათამაშოდ მზადაა.
გიორგი ქარსელაძე „რიუ ავეს“ პირველ გუნდში რეგულარულად ვარჯიშობს, სათამაშო პრაქტიკის მიზნით კი ამ სეზონში ჯერჯერობით ოფიციალურ მატჩებს 23-წლამდე გუნდში ატარებს. შესაძლოა, უახლოეს პერიოდში მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფრეირემ პირველ გუნდში ათამაშობს.
A Bola: „გიორგი ქარსელაძე - მარჯვენა მცველი/მარჯვენა „ვინგბექი’’, რომელიც „რიო ავეს“ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია და რომელმაც გასულ სეზონში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა, ახალი მოწოდებისთვის მზადაა, რაც პირველ გუნდში თამაშს გულისხმობს''.
გიორგი ქარსელაძის დებიუტი „რიო ავეს’’ პირველ გუნდში გასული სეზონის ბოლოსწინა ტურში „პაკუშ ფერეირასთან’’ შედგა. ასევე, მან ბოლო ტურში „ფამალიშაოს“ წინააღმდეგ ითამაშა, ორივე შეხვედრაში მინდორზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა.
ქარსელაძის მომენტი „პაკუშ ფერეირასთან''
მიმდინარე სეზონში ქარსელაძეს პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია, „რიუ ავეს’’ 23-წლამდე გუნდში 5 მატჩი ჩაატარა, ხუთივე სასტარტოში.
ქარსელაძე 9 წლიდან „რიუ ავეში“ ვარჯიშობდა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 18 წლის ასაკში შედგა.
გასულ ზაფხულში 18 წლის ფეხბურთელმა „რიუ ავესთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ასევე გეტყვით, რომ ქარსელაძე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრია.