ქართველები ევროტურნირებზე: მიქაუტაძის დებიუტი გადაიდო, სლოვანმა მოიგო
ხუთშაბათ საღამოს ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის პირველი ტურის მატჩები შედგა, სადაც ქართველებმაც ითამაშეს.
ევროპა ლიგაზე ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ „მიოლდეს“ შინ 1:0 მოუგო. ქართველი მეკარე ამჯერად თადარიგში დარჩა.
ამსტერდამის „აიაქსმა“ „მარსელს“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში ფრედ 3:3 ითამაშა.
ევროტურნირზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი სამწუხაროდ გადაიდო. ქართველი ფორვარდი თადარიგში დარჩა.
კონფერენს ლიგაზე გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას ბრატისლავის „სლოვანმა“ შინ ფარერების „კლაკსვიკს“ უმასპინძლა და 2:1 მოიგო.
კაშია ბოლო დროს როგორც ხდება ხოლმე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. კანკავა სასტარტოში იყო და 90 წუთიც ითამაშა. ჯაბას მორიგი კარგი შეხვედრა ჰქონდა და შეფასება 7.0 მიიღო.