ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე გადაცემა - შტურმი სპორტინგთან დამარცხდა

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში გრაცის „შტურმმა“ ლისაბონის „სპორტინგს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ოთარ კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და კარგი მატჩიც ჩაატარა. ქართველი პირველ ტაიმში აქტიური იყო და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც ჰქონდა.

მეორე ტაიმის სტარტზე 58-ე წუთზე კიტეიშვილის შორეული დარტყმა ვიხილეთ, რომელიც ძელს მოხვდა და დამატებაზე ბოვინგმა გაიტანა. „კიტეს“ ამ მომენტში საგოლე გადაცემა ჩაეწერა. წესების თანახმად ძელიდან ასხლეტილი ბურთის შემდეგ, თუ დამატებაზე გოლი გადის, შენ ავტომატურად „ასისტის“ ავტორი ხდები.

68-ე წუთზე კიტეიშვილი შეცვალეს, რაც მისი კარგი თამაშის ფონზე ცოტა მოულოდნელი იყო, თუმცა შესაძლოა ქართველი 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, „კიტეს“ გასვლის შემდეგ, „შტურმის“ თამაში მოიშალა და ეს ანგარიშზეც მალევე აისახა.

76-ე წუთზე გიოკერეშის გოლით „სპორტინგმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. 84-ე წუთზე კი დიომანდემ სტუმრები დააწინაურა.

„შტურმმა“ თამაშში დაბრუნება ვეღარ შეძლო და ტურნირი საშინაო მარცხით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: გარსია თავხედია, კვარას განტევების ვაცად აქცევს
ფედელე: გარსია თავხედია, კვარას განტევების ვაცად აქცევს