ენრიკო ფედელე
Aa
Aa

ფედელე: გარსია თავხედია, კვარას განტევების ვაცად აქცევს

სპორტულმა ანალიტიკოსმა და წარსულში საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ, როგორც სჩვევია ხოლმე „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ, თავისი კრიტიკული აზრი დააფიქსირა და ამჯერად, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ რუდი გარსიას ქმედებები დაუწუნა.

„როცა ცუდად თამაშობ და მაინც იმარჯვებ, შენ სწრაფად უნდა შეიცვალო და გაუმჯობესდე, რადგან ეს ყოველთვის შედეგის მომტანი არ იქნება. თუ, ასე არ მოიქცევი ესე იგი ჯიუტი ხარ. გასულ სეზონში მიღწეული წარმატებული გზის გაგრძელებაც არ არის ცუდი, ეს პირიქით, ჭკვიანურიც არის. მაგრამ, როდესაც საქმის გაკეთებას შენებურად ცდილობ და ის კარგად არ მიდის, თავხედი ხარ.

კვარაცხელიას მიმართ გარსიასგან აშკარა იდიოსინკრაზმს ვხედავ. როცა შენ გუნდში ნიჭიერი მოთამაშე გყავს, ის კი არ უნდა შეცვალო, არამედ მას მხარი უნდა დაუჭირო და ნაადრევად გაყვანით განტევების ვაცად არ უნდა აქციო.

ისმის კითხვა, მსგავს სიტუაციაში, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იქნება ქართველი ფეხბურთელი?“

- განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიამ კვარაცხელია „ბრაგასთან“ მატჩში 66-ე წუთზე შეცვალა, შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ ხვიჩას ფორმაში შესასვლელად სათამაშო დრო სჭირდება.

კვარას ყველა მომენტი VS ბრაგა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ელემენტი ცარიელია“ - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს
„ელემენტი ცარიელია“ - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს