ოთარ კიტეიშვილი, ლისაბონის სპორტინგი, გრაცის შტურმი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ - სპორტინგის მწვრთნელმა კიტეიშვილი გამოარჩია

დღეს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე ლისაბონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართველი ფეხბურთელი გამოარჩია და განაცხადა, რომ მისი შესაძლებლობებით მოხიბლულია.

რას ამბობს ამორიმი:

კიტეიშვილმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ჩვენი მეტოქის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ „შტურმი“ მთლიანად გუნდურად არის ძლიერი. კიტეიშვილის თამაში მომწონს როგორც შეტევაში, ისე დაცვით ფაზაში, მომწონს მისი პრესინგის უნარი, პასები... მისმა ფიზიკურმა კონდიციებმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა.

მის გარდა მეტოქეს კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ამ შეხვედრაში გვმართებს, რომ ჩვენი იდენტობა გამოვავლინოთ და ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბურთი გავაკონტროლოთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ერთ-ერთი საუკეთესო უნარი პრესინგის თამაშია. მომწონს გუნდი როგორ უცბად ადის პრესინგზე და მაშინვე ცდილობენ ბურთის დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ გრაცის „შტურმისა“ და ლისაბონის „სპორტინგის“ დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის D ჯგუფში „სპორტინგის“ გარდა კიტეიშვილის გუნდის მეტოქეები იტალიური „ატალანტა“ და პოლონური „რაკოვი“ იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ხვიჩას მეტი სათამაშო დრო სჭირდება“ - გარსია ბრაგასთან მატჩის შემდეგ
“ხვიჩას მეტი სათამაშო დრო სჭირდება“ - გარსია ბრაგასთან მატჩის შემდეგ