„ვცდილობდით კვარა-ოსიმენის დატვირთვა სწორად გამოგვეყენებინა“ - ჟეზუსი მატჩის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ბრაგას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:2 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეაპოლელთა მცველმა, ჟუან ჟეზუსმა Sky Sports-თან განვილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ჟეზუსმა:
მთავარი მიზანი გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება იყო და კარგია, რომ ეს გავაკეთეთ. თავი უფრო კომპაქტურად უნდა დაგვეცვა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ნორმალურია, რომ მიზნის მიღწევა რთულია. მთავარია, რომ მეტოქეზე მეტი გაიტანო და რაც შეიძლება მეტი ქულა დააგროვო.
გარსია? მას თავისი გზა და მუშაობის მეთოდი აქვს. გვთხოვა, რომ უფრო კომპაქტურად გვეთამაშა. ვცდილობდით, რომ ოსიმენის და კვარაცხელიას დატვირთვები კარგად გამოგვეყენებინა და სივრცეები აგვეთვისებინა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთად ვწვალობთ და ერთად ვიგებთ. 3 ქულა მოვიპოვეთ და ეს არის მთავარი.
მესმის, რომ გულშემატკივარი უკმაყოფილოა და ბევრს ლაპარაკობენ. დიდი კრიტიკა მოდის, მაგრამ კონკრეტულად მე ასეთ დროს გამოცდილი ვარ და კრიტიკას ვითმენ. მთავარია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და შედეგი აუცილებლად გამოსწორდება.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ გუშინდელ მატჩში „ბრაგა“ მინიმალური სხვაობით, 1:2 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი რუდი გარსიამ 66-ე წუთზე შეცვალა. „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრას 3 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს, უახლოესი მატჩი კი 24 სექტემბერს, სტუმრად „ბოლონიასთან“ ელის.