საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი, დისი იუნაიტედი
Aa
Aa

მესამე გოლი MLS-ში - ლობჟანიძემ დისი იუნაიტედს გაუტანა

აშშ-ის საფეხურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედი“ სტუმრად „დისი იუნაიტედს“ შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მნიშვნელოვანია, რომ „ატლანტა“ სწორედ მისი გოლით დაწინაურდა. მე-14 წუთზე ლობჟანიძემ უოლფის პასი ზუსტად გამოიყენა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. „ატლანტამ“ ტაიმი საბას გოლით მოიგო, მეორე ნახევრის დაწყებიდან 15 წუთში კი მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან გაიყვანა.

საბოლოოდ, სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. მე-80 წუთზე „დისის“ ნახევარმცველმა, გაბრიელ პირანიმ ანგარიში გათანაბრა და საკუთარ გუნდს 1 ქულა მოუტანა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და შეხვედრის მოგებაც შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედს“ აგვისტოს ბოლოს შეუერთდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი MLS-ის სატურნირო ცხრილში 46 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 24 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „მონტრეალის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ელემენტი ცარიელია“ - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს
„ელემენტი ცარიელია“ - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს