ხვიჩა ისევ ადრე შეცვალეს - ნაპოლიმ რთული მატჩი მოიგო
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლი“ „ბრაგას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა საკმაოდ უსახური დაპირისპირება იხილეს.
სახიფათო მომენტებს ძირითადად სტუმრები ქმნიდნენ. აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ რეალურ მომენტამდე ქართველი ვერ მივიდა.
ანგარიში პირველი ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. თავი დი ლორენცომ გამოიჩინა. მეორე ტაიმი პირველის სცენარის მსგავსად განვითარდა.
შეხვედრის 66-ე წუთზე რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა. ქართველი ფეხბურთელი გაბრაზდა და ვიდეოში გამოჩნდა, რომ რუდი გარსია არასახარბიელო სიტყვებით მოიხსენია.
84-ე წუთზე ბრუმამ წონასწორობა აღადგინა და რუდი გარსიას პოსტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა „პარტენოპეიმ“ გაიბრძოლა და 88-ე წუთზე ნიაკატემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საბოლოო ჯამში „ნაპოლიმ“ მოიგო და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ხვიჩას ყველა მომენტი ბრაგასთან