ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

რუდი გარსია: “ხვიჩამ იცის, რომ შეცდომა დაუშვა“

რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია „ლაციოსთან“ მატჩის დროს 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოხატა, რაც იტალიურ მედიაში განხილვის საგანი გახდა.

„პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ბრაგას“ ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რუდი გარსიას ჟურნალისტებმა ამ საკითხზე ჰკითხეს, რაზეც ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა:

გარსია:

„ხვიჩას პირადად ვესაუბრე. მან იცის, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ჩემთვის ისაა, რომ უგოლო სერიის გამო არ ნერვიულობს.“

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ შემტევმა უკანასკნელად გოლი მიმდინარე წლის 19 მარტს „ტორინოს“ წინააღმდეგ გაიტანა.

რაც შეეხება „ნაპოლის“, სერია ა-ს გასულ ტურში „ჯენოას“ ესტუმრა, 0:2-ს აგებდა და 2:2 დაასრულა.  

ხვიჩას ყველა მომენტი ჯენოასთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პროვედელამდე | 4 მეკარე, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანეს
პროვედელამდე | 4 მეკარე, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანეს