საქართველოს ქალთა ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი გათამაშების სადებიუტო მატჩისთვის ემზადება.
22 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს, 12:00 საათზე, დავით პეტრიაშვილი არენაზე საქართველოს ქალთა ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება. მედიის წარმომადგენლები ვარჯიშზე 15 წუთით დაიშვებიან.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თეონა სუხაშვილი (ლანჩხუთი), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: მარიამ ჯანიკაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა წულაია (ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (კოლხეთი, ხობი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ლიზი მწყერაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია (ბათუმი), მაიკო ბებია (სამეგრელო)
მატჩების განრიგი
22 სექტემბერი | საქართველო - თურქეთი
26 სექტემბერი | ლუქსემბურგი - საქართველო