სულშერი: რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება შეცდომა იყო
ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდება შეცდომა იყო.
„2021 წლის სექტემბერში ლიგაში პირველ ადგილზე ვიყავით, შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ ჩამოვიდა და ასევე გუნდს შემოუერთდნენ რაფაელ ვარანი და ჯეიდონ სანჩო...“
- და?
„და ჩვენ გავძლიერდით ამ ფეხბურთელების გაფორმებით. საუბარი იყო შემდეგი ნაბიჯის გადადგმაზე და ტიტულისთვის ბრძოლაზე. და სამწუხაროდ, უბრალოდ არაფერი გამოვიდა“.
- გულშემატკივრებსა და ზოგიერთ მედიაში არსებობს მოსაზრება, რომ რონალდუმ თქვენი გუნდი გაანადგურა, რომ ედ ვუდვორდმა ის ამაოების გამო იყიდა. როგორია სიმართლე მისი ტრანსფერის შესახებ და როგორი იყო მასთან მუშაობა?
„ეს იყო გადაწყვეტილება, რომელზეც უარის თქმა ძალიან რთული იყო და ვგრძნობდი, რომ ის უნდა მიგვეღო, მაგრამ ეს არასწორი აღმოჩნდა.
ძალიან კარგი იყო, როდესაც მან ხელი მოაწერა და გულშემატკივრებმა ეს ყველაფერი ნიუკასლთან მატჩში (რონალდუმ დუბლი შეასრულა, იუნაიტედმა 4-1 მოიგო) იხილეს, ოლდ ტრაფორდი საოცარი იყო. ის კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, ძლიერად გამოიყურებოდა.
როდესაც მატჩების განრიგს გადავხედე, მეჩვენებოდა, რომ ეს გადამწყვეტი პერიოდი იქნებოდა: მანჩესტერ სიტი, ლივერპული და ტოტენჰემი, ლესტერთან ერთად. შემდეგ ჩელსი და არსენალი, პლუს ჩემპიონთა ლიგის მატჩები. ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ აღმოჩნდა. ყველაფერი ასტონ ვილასთან საშინაო მარცხით (0:1) და ბოლოს პენალტის გაშვებით დაიწყო.
როდესაც გყავს გუნდი, გინდა, რომ ყველა ერთი და იგივე მიმართულებით მოძრაობდეს. როცა ყველაფერი ისე არ მიდის, თქვენ უნდა შეგეძლოთ ნახოთ როგორია რამდენიმე მოთამაშე და მათი ეგო.
ტოტენჰემი სტუმრად დამაჯერებლად 3-0 დავამარცხეთ, მაგრამ შემდეგ ორი მატჩი წავაგეთ...“
- განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა The Athletic-თან საუბრისას.