აიაქსის სტაფს და მწვრთნელს მიქაუტაძის ტრანსფერი არ უნდოდათ
ამსტერდამის „აიაქსში“ უსიამოვნო სიტუაციაა. ამ მომენტისთვის კლუბი შიდა ჩემპიონატში 4 ტურის შემდეგ, 5 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. როგორც მოგეხსენებათ, ნიდერლანდურ გუნდში გიორგი მიქაუტაძე გადავიდა.
„აიაქსმა“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ „მეცს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა და ჯერჯერობით სასარგებლო არაფერი გაუკეთებია.
ნიდერლანდური მედია უსიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ჯვაროსნების“ შემტევის გადაბირება სამწვრთნელო და კლუბის შტაბს არ სურდა. ამის ინიციატორი მხოლოდ სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი იყო.
აქედან გამომდინარე, ნიდერლანდური მედია წერს, რომ სამწვრთნელო შტაბსა და სპორტულ დირექტორს შორის არასასიამოვნო ურთიერთობა არსებობს.
საინტერესოა რამდენად იქონიებს გავლენას ეს ყველაფერი თავად ფეხბურთელზე. რთულად წარმოსადგენია, რომ 16 მილიონ ნაყიდი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვან, მაგრამ ერთის მხრივ, თუ მისი გუნდში ყოლა მწვრთნელს არ უნდოდა, ეს დამატებით კითხვებს აჩენს.
La situation sportive de l’Ajax est vraiment catastrophique actuellement. ????
— Footballogue (@Footballogue) September 19, 2023
Les Ajacides sont 12es du championnat avec seulement 5 petits points et sont déjà à 7 points des trois premiers (PSV, Alkmaar et Twente).
En plus de ça, ils vont enchainer l’OM jeudi et Feyenoord… pic.twitter.com/xG2DbJwqL0