ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია, ფრანკო ჩერავოლო
Aa
Aa

ჩერავოლო კვარას ჟესტზე: „როცა სამზარეულოში ჩახედული არ ხარ, ხმამაღალი განცხადებები არ უნდა აკეთო“

„ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფრანკო ჩერავოლომ „1 Station Radio-ს ეთერში „ჯენოა“-„ნაპოლის“ მატჩის დროს, ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტზე ისაუბრა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა ძერბინით შეცვლის შემდეგ რუდი გარსიას მისამართით აჩვენა.

64 წლის სპეციალისტი „ბრაგასთან“ გასამართ ჩემპიონთ ლიგის მატჩსაც შეეხო და საკუთარი მოლოდინი გააზიარა.

რა თქვა ჩერავოლომ:

კვარაცხელიას ჟესტი? შიდა სამზარეულოში აქტიურად უნდა იყო ჩახედული, რომ ამ ეპიზოდის დინამიკა შევაფასოთ. ამიტომ არ არის საჭირო განცხადებებით ძალიან შორს წასვლა. „ნაპოლი“ იბრძვის და იმედი მაქვს, რომ სწორი მექანიზმები შეიქმნება, რაც გუნდს ჩვეულ დონეზე დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. სპალეტის შეცვლა საერთოდ არ არის მარტივი და ასეთი შედეგები მოსალოდნელიც იყო.

რაც შეეხება „ბრაგასთან“ მატჩს, უპირველეს ყოვლისა, შეცდომა არ უნდა დავუშვათ და მეტოქე შესაბამის დონეზე შევაფასოთ. ჩემპიონთა ლიგა დიდი ტურნირია და აქ სუსტები არ არიან. „ბრაგა“ პორტუგალიური კლუბია და შესაბამისად, ბურთის კონტროლის დროს მაღალ ხარისხს აჩვენებს. ის, რაც შეიძლება ფუნდამენტური იყოს, ეს არის ნეაპოლიტანელთა ტაქტიკური მიდგომა.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. „ნაპოლის“ მეტოქე „ბრაგა“ იქნება, მატჩი კი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამით რა იგულისხმა, კვარა არ ვარჯიშობსო?“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი გარსიაზე
„ამით რა იგულისხმა, კვარა არ ვარჯიშობსო?“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი გარსიაზე