ატლეტიკო, ლაციო, ივან პროვედელი
Aa
Aa

პროვედელი: “ეს ღამე მთელი ცხოვრება მემახსოვრება“

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლაციომ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ რომაელთა მეკარეზე რამდენიმე დღე დაუსრულებლად ილაპარაკებენ. ივან პროვედელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „როხიბლანკოს“ გაუტანა და „ლაციოს“ ქულა გადაურჩინა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პროვედელმა ემოციური კომენტარი გააკეთა.

პროვედელი:

„ეს არის ღამე, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მიხარია განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოვახერხეთ ისეთი თამაშის შემოტრიალება, რომლის წაგებასაც არ ვიმსახურებდით. ახლა ვიაზრებ, რომ გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გავიტანე. ეს საოცარი შეგრძნებაა. ვფიქრობ, ერთი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ და ახლა წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

ფეხბურთი ხანდახან უბრალოდ გამორჩეული მომენტებია და არა სპექტაკლი. ვწუხვარ, რომ ბოლო წამზე გავათანაბრეთ და არა იქამდე. იმედი მაქვს, ეს ერთი ქულა იმპულსს და ენთუზიაზმს მოგვცემს, რათა მომავალში უკეთესად ვიასპარეზოთ. აქამდე ერთი გოლი უკვე გატანილი მქონდა. ეს მე სერია ბ-ში მოვახერხე.“

ცნობისთვის, პროვედელისთვის კარიერაში ეს რიგით მეორე გოლია. პირველად მან 2020 წლის თებერვალში "ასკოლისა" და "იუვე სტაბიას" მატჩის დროს ანგარიში გაათანაბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები