პროვედელის გმირობა - ატლეტიკოს ლაციოს მეკარემ გაუთანაბრა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლაციომ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ რომაელთა მეკარეზე რამდენიმე დღე დაუსრულებლად ილაპარაკებენ.
ანგარიში 29-ე წუთზე ბარიოსმა გახსნა და პირველი ტაიმი მადრიდელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „როხიბლანკო“ მოიგებდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, „ბიანკოჩელესტეს“ კარის დარაჯი შეტევაში წავიდა, რომელმაც გამოცდილი ცენტრალური თავდამსხმელივით ითამაშა და სიმეონეს გუნდს გოლი გაუტანა.
საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ცნობისთვის, პროვედელისთვის კარიერაში ეს რიგით მეორე გოლია. პირველად მან 2020 წლის თებერვალში "ასკოლისა" და "იუვე სტაბიას" მატჩის დროს ანგარიში გაათანაბრა.