რონინიომ ტრავმა მიიღო - დანაკლისი პორტუგალიასთან მატჩში
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე შეხვედრას პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი გუნდი პორტუგალიაში დანაკლისით ჩავიდა. ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს რონინიო ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად, გუნდს ვილიანი შეუერთდა.
პორტუგალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 15 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი)
წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ირაკლი თოდუა (ნიუვ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ფერნანდო (ჯოინვილი, ბრაზილია) შაგინია (პალმა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), ვილიანი (პალმა, ესპანეთი)
პორტუგალია - საქართველოს მატჩი ქალაქ ვიზეუში 20 სექტემბერს, 21:30 საათზეა ჩანიშნული. თბილისის დროით, მატჩი 21 სექტემბერს, 00:30 საათზე დაიწყება.