მანჩესტერ იუნაიტედი, მიუნხენის ბაიერნი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

“ძლიერი მენტალიტეტი გვჭირდება“ - ტუხელი მანჩესტერთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მიუნხენის „ბაიერნი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტუხელი:

„ერთმანეთს ევროპის ორი დიდი კლუბი ეთამაშება. წინ დიდებულ დაპირისპირებას ველოდები. გარკვეულ პოზიციებზე ცოტა ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ეს პრობლემას არ გვიქმნის. ჩვენ გუნდის ყველა წევრისგან მაქსიმალურად ძლიერი მენტალიტეტი გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგა არის საუკეთესო საკლუბო შეჯიბრი, სადაც შეიძლება იასპარეზო. ამით სიამოვნება უნდა მივიღოთ.

პირველივე ტურში ტოპ გუნდი შეგვხვდა. ეს ჯგუფი მაინც სახიფათოა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. თითოეულ მატჩში მიზანი 3 ქულა უნდა იყოს. ჯამალ მუსიალა სათამაშოდ მზად არის. მისი გამოყენება 60-70 წუთით შეიძლება. კიმიხმა გამოჯანმრთელება მოასწრო და ხელმისაწვდომია.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირება 20 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები