იუვენტუსი, პოლ პოგბა
Aa
Aa

განმეორებითი ტესტი ჩაიტარა - პასუხი 5 ოქტომბერს იქნება

როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბამ დოპინგ ტესტი ჩააგდო და ამის გამო შესაძლოა ფეხბურთიდან 4 წლით მოკვეთონ. მეტიც, გავრცელდა ცნობა, რომ  „იუვენტუსი“ მისთვის კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლის სიტუაცია მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაირკვევა. ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონმა ტესტოსტერონზე განმეორებითი ტესტი ჩაიტარა. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი კვლავ დადებითი იქნება, ფაქტობრივად პოგბას კარიერა დასრულდება.

Goal.Com-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ფრანგი ნახევარმცველი „იუვენტუსს“ მოწყვეტილია და ვარჯიშებზეც არ დადის. რეალურად, მას ამის უფლება არ აქვს.

წყაროს ცნობით, ფორმის შესანარჩუნებლად პოგბა კრიშტიანუ რონალდუს ვილაში განმარტოებით ვარჯიშობს და ტესტის პასუხს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ ტესტოსტერონის დადებითი პასუხი საკვების დანამატმა გამოიწვია, რომელიც პოგბას მისმა ამერიკელმა მეგობარმა ექიმმა ურჩია. ამერიკაში დოპინგთან დაკავშირებით, განსხვავებული წესები მოქმედებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები