GAZZETTA: „დე ლაურენტისი გაბრაზებულია. გარსიას მოკლე დრო აქვს“
გავლენიანი იტალიური გამოცემა, la Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ გამოცემაში წერს, რომ „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი რუდი გარსიას ტელეფონით ესაუბრა და შედეგების გამოსასწორებლად მოკლე ვადა მისცა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, დე ლაურენტისისა და გარსიას დიალოგი საკმაოდ დაძაბულიც იყო.
რა წერია სტატიაში:
ეს პროცესი ჯერ კიდევ 2 კვირის წინ, „ლაციოსთან“ 1:2 მარცხის შემდეგ დაიწყო. ამ თამაშის შემდეგ დე ლაურენტისი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ესაუბრებოდა ტელეფონით გარსიას და ხშირ შემთხვევაში, საუბარი შეურაცხმყოფელი ხასიათისაც იყო. პრეზიდენტი გაბრაზებულია და მას სიტუაციის გამოსასწორებლად მოკლე ვადა მისცა. გარსია იძულებულია „ბრაგასთან“ მატჩში აჩვენოს, რომ სიტუაციას აკონტროლებს და რაც მოხდა, უბრალო შემთხვევითობა იყო.
შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და ლიდერ „ინტერს“ 5 ქულით ჩამორჩება. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, 20 სექტემბერს გამართავს. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლის“ მეტოქე „ბრაგა“ იქნება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.