თომა ტაბატაძე, ალ-ჰილალი
Aa
Aa

ნეიმარის ალ-ჰილალს გაუტანა! - ტაბატაძის გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ნეიმარის „ალ-ჰილალი“ საკუთარ მოედანზე თომა ტაბატაძის „ნავბაჰორ ნამანგანს“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

31 წლის ქართველი შემტევი უზბეკური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მნიშვნელოვანია, რომ „ნავბაჰორი“ სწორედ ტაბატაძის გოლით, 52-ე წუთზე დაწინაურდა.

უზბეკები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა, „ალ-ჰილალმა“ ანგარიშის გათანაბრება ფაქტობრივად ბოლო წამებზე, მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე შეძლო, „ნავბაჰორის“ კარში კი გოლი ალ-ბულაიჰიმ გაიტანა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, ტაბატაძის გუნდი კი სახლში 1 ქულით ბრუნდება. რაც შეეხება ნეიმარს, ბრაზილიელი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, თავის გამოჩენა  მხოლოდ მე-60 წუთზე მიღებული ყვითელი ბარათით შეძლო.

ცნობისთვის, თომა ტაბატაძე უზბეკეთის ჩემპიონატში მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა, თუმცა, თავდაპირველად „ნეფთჩი ფარგონას“ ღირსებას იცავდა, სადაც 13 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო. ნამანგანის „ნავბაჰორში“ კი 2023 წლის ზაფხულში გადავიდა და 5 მატჩში ჯერჯერობით მხოლოდ 1 გოლი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას ძერბინით შეცვლა წარმოუდგენელი იყო“ - ენრიკო ფედელე
„კვარაცხელიას ძერბინით შეცვლა წარმოუდგენელი იყო“ - ენრიკო ფედელე