ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია, კრისტიან ბუჩი
Aa
Aa

„ნერვებს უნდა გაუფრთხილდეს და მოითმინოს“ - ნაპოლის ყოფილი ფორვარდი კვარაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, კრისტიან ბუჩიმ რადიო Marte-ს ეთერში კვარა-ძერბინის ცვლილებაზე დააფიქსირა თავისი მოსაზრება.

რა თქვა ბუჩიმ:

ფეხბურთის ერთ-ერთი ხიბლი ასეთი ცვლილებებია. ყველა მწვრთნელს თავისი იდეები აქვს და ამით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ვფიქრობ, რომ „ნაპოლის“ 13-14 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც თამაშში ნებისმიერ დროს შეუძლიათ ცვლილების შეტანა. მაგრამ, ზოგი ამ დონეზე ჯერ კიდევ არ არის. ჩემთვის, კლუბში რამდენიმე შეუცვლელი ფეხბურთელია და ერთ-ერთი ასეთი ხვიჩა კვარაცხელიაა. მართალია, ქართველი რამდენიმე თვეა ჩვეულ სტილში ვერ თამაშობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა მეტოქეები მისგან ყოველთვის ელიან რაიმე განსაკუთრებულს, კარგად სწავლობენ და თავს რამდენიმე ფეხბურთელით იცავენ. მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამ პროცესში მას რაღაცის შეცვლა მოუწევს და ამასთან, ნერვებსაც უნდა გაუფრთხილდეს და მოითმინოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ჯენუასთან“ მატჩში რუდი გარსიამ 88-ე წუთზე შეცვალა მაშინ, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ხვიჩამ კი ცვლილებისგან გამოწვეული უკმაყოფილება ამ ჟესტით გამოთქვა.

4 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, კვარაცხელიამ კი სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, ჩემპიონთ ლიგაზე გამართავს. რუდი გარსიას გუნდის მეტოქე პორტუგალიური „ბრაგა“ იქნება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გათავისუფლებასთან ერთ ნაბიჯშია“ - იტალიური პრესა ნაპოლისა და გარსიაზე
„გათავისუფლებასთან ერთ ნაბიჯშია“ - იტალიური პრესა ნაპოლისა და გარსიაზე