ოფიციალურად - დრაქსლერი კატარული ალ აჰლის ფეხბურთელია
„პარი სენ ჟერმენი“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. ამჯერად საუბარი იულიან დრაქსლერზეა.
გერმანელი ფეხბურთელი კატარულ „ალ აჰლიში“ გადავიდა. მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ჯერჯერობით უცნობია დრაქსლერის ყოველწლიური ანაზღაურება.
Official, confirmed. Julian Draxler has joined Qatari side Al Ahli SC from PSG on permanent deal ????????????
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 18, 2023
Contract valid until June 2025. pic.twitter.com/pyQy3Pc1ZN
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, იულიანმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. პარიზიდან აბარგების მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის.
ასევე შეგახსენებთ, გერმანელი შემტევი პარიზულ გრანდს 2017 წელს შეუერთდა. გასული სეზონი კი „ბენფიკაში“ გაატარა. ჯამში დრაქსლერმა „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 198-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა შეასრულა.