ვლადიმერ გამყრელიძე
Aa
Aa

მარცხი ფინალში - გამყრელიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მესამე მედალი მოიპოვა.

79 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ვლადიმერ გამყრელიძე რუს უსმანოვს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 4:1 დამარცხდა. პირველი პერიოდი გამყრელიძემ 3:0 დათმო, მეორე პერიოდოი კი 1:1 დასრულდა. საბოლოოდ, ვლადიმერ გამყრელიძე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალამდე, ვლადიმერ გამყრელიძემ ნახევარფინალში უკრაინელი მიჰაილოვი დამაჯერებლად, 10:4 დაამარცხა, უფრო ადრე კი 1/4 ფინალში ყაზახ საკაიევს 8:1 მოუგო, 1/8 ფინალში კი ლატვიელ ამიროვს 8:0 სძლია.

სამწუხაროდ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს მედლისთვის მხოლოდ გივი მაჭარაშვილი იბრძოლებს, რომელიც ბრინჯაოს შეუტევს. შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის გარდა 125 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა ფარტენაძე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოჭიდავე შოთა ფარტენაძე მკურნალობას ბელგრადის კლინიკაში აგრძელებს
მოჭიდავე შოთა ფარტენაძე მკურნალობას ბელგრადის კლინიკაში აგრძელებს