თავისუფალი ჭიდაობა: მაჭარაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ხვალინდელ ფინალურ ბლოკში მედლისთვის მხოლოდ 1 ქართველი ფალავანი იბრძოლებს.
97 კგ. წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა დღეს ნახევარფინალში შეძლო გასვლა, სადაც სამწუხაროდ, აზერბაიჯანელ მაგომედჰან მაგომედოვთან 6:1 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ნახევარფინალამდე, მაჭარაშვილმა 1/4 ფინალში ყაზახი იერგალი დაამარცხა, 1/8 ფინალში კი ბულგარელ ბატაევს მოუგო. პირვე წრეში, ქართველი ფალავნის მეტოქე ჩრდ. მაკედონიელი ნუროვი იყო, რომელთანაც მაჭარაშვილმა დიდ ბრძოლაში, 5:4 გაიმარჯვა.
ცნობისთვის, დღესვე საჭიდაო ხალიჩაზე 65 კგ. წონით კატეგორიაში ედემი ბოლქვაძემაც იასპარეზა, რომელმაც პირველი წრე დამაჯერებელი მოგებით (11:0) გაიარა, 1/8 ფინალში კი მოლდოველ მაქსიმ საკულტანთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 მედალია: 125 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა ფარტენაძე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.