ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე, რუდი გარსია
Aa
Aa

„კვარაცხელიას ძერბინით შეცვლა წარმოუდგენელი იყო“ - ენრიკო ფედელე

იტალიური „პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ OttoChannel-ზე, გადაცემა La Domenica Azzurra-ში სტუმრობისას სერია A-ს გასულ ტურში, „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ მატჩის დროს, ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტზე ისაუბრა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა ძერბინით შეცვლის შემდეგ, რუდი გარსიას მისამართით აჩვენა.

რა თქვა ფედელემ:

კვარაცხელიას ძერბინით შეცვლა წარმოუდგენელია! ქართველის რეაქცია ბუნებრივი იყო, რადგან გარსიამ ძერბინით მხოლოდ იმის გამო შეცვალა, რომ ეს ბიჭი კარგად ვარჯიშობს. ვხედავ, რომ გარსიას გარშემო დიდი დაბნეულობაა და თამაშს ვერ კითხულობს. ვფიქრობ, რომ კლუბმა ზომები სასწრაფოდ უნდა მიიღოს და მწვრთნელი გაათავისუფლოს, რადგან ეს სიტუაცია რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება მით უფრო გაუარესდეს. ამას რაც უფრო ადრე გააკეთებთ, უფრო უკეთესი იქნება.  ჩემს დროს, ასეთი ცვლილების შემთხვევაში, თანაც როდესაც სკამზე ლინდსტრომი და სიმეონე გყავს, მწვრთნელს მაშინვე გაათავისუფლებდნენ.

რატომ აირჩია დე ლაურენტისმა გარსია? ხანგრძლივი კასტინგის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება მრავალი მიზეზის გამო მიიღო, მათ შორის ეკონომიკურითაც... ალბათ, რომში რომელიმე მეგობარმა გაუწია რეკომენდაცია. ეს ყველაზე არასწორი არჩევანი იყო, რომელიც დე ლაურენტისმა თავის ცხოვრებაში გააკეთა. უკვე ბევრი შეცდომა აქვს და ვიმეორებ, რომ ზომები სასწრაფოდ უნდა მიიღონ და თანამდებობიდან გაუშვან.

რატომ არ გააგრძელა გარსიამ სპალეტის საქმე? ის ფრანგი მწვრთნელია, რომელსაც სურს, რომ გუნდში თავისი მეთოდები დაამკვიდროს, ალბათ ხარისხიანი მოთამაშეებიც არ მოსწონს და ნიჭიერ ფეხბურთელებს ვერ მართავს, თუნდაც კვარაცხელიას. უფრო მეტიც, ის კვარას მთავარ ღირებულებებსაც აქვეითებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ჯენუასთან“ მატჩში რუდი გარსიამ 88-ე წუთზე შეცვალა მაშინ, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ხვიჩამ კი ცვლილებისგან გამოწვეული უკმაყოფილება ამ ჟესტით გამოთქვა.

4 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, კვარაცხელიამ კი სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, ჩემპიონთ ლიგაზე გამართავს. რუდი გარსიას გუნდის მეტოქე პორტუგალიური „ბრაგა“ იქნება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გარსიას კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია!“
„გარსიას კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია!“