ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჯან პიერო ვენტურა
Aa
Aa

მოედანზე სიხარულით აღარ გადიან - ვენტურა ნაპოლის ფეხბურთელებზე

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, გასული სეზონის შემდეგ „პარტენოპეიში“ კლიმატი შეიცვალა, ფეხბურთელები მოედანზე ისეთივე მხიარულებით აღარ გადიან, როგორც ეს გასულ სეზონში იყო.

ვენტურა „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოს, კერძოდ კი გადაცემა Radio Goal-ს ესაუბრა: „რა იყო კვარაცხელიას ძერბინით შეცვლის მოტივაცია? რთულია ამ საკითხის განხილვა ვიდრე გასახდელში არ ხარ და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ფლობ.

ქომაგების მხრიდან ჩნდება კითხვები, როცა კლუბები ამგვარი ვითარებების წინაშე აღმოჩნდებიან, მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია. სხვა დეტალებიც არსებობს, მთავარი პრობლემა საწყის 70 წუთში გამოჩნდა. მინდვრის გარედან ჩანს, რომ გუნდში განსხვავებული კლიმატია. ფეხბურთელები მოედანზე აღარ გადიან ისეთივე მხიარულებითა და სიხარულით, როგორც გასულ სეზონში იყო''.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლიმ“ 4 მატჩში 7 ქულა დააგროვა (2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მე-4 ტურში „ჯენოა“ შინ მოქმედ ჩემპიონს 2:0-ს ამარცხებდა, თუმცა მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ რასპადორისა და პოლიტანოს გოლებით ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე ძერბინით შეცვალეს. იტალიურმა ვებგვერდებმა გაავრცელეს ვიდეო, რომლის მიხედვით კვარაცხელიას ჟესტიდან გამომდინარე, მას არ ესმის, თუ რატომ შეცვალეს. როცა ხვიჩა სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, რუდი გარსია თბილად შეხვდა, თუმცა თუ იტალიურ მედიას დავეყრდნობით, ქართველი ფეხბურთელი შეცვლით უკმაყოფილო დარჩა.

ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია. საკლუბო და სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით მისი უგოლო სერია 21-მატჩიანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები